ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„მე ეს არ მიკვირს. რუსეთში არ ხდება ბევრი რამ, რის უკანაც პუტინი არ დგას“ – ჯო ბაიდენი პრიგოჟინის დაღუპვაზე

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაჯგუფება ვაგრენის აწ უკვე ყოფილი მეთაურის, ევგენი პრიგოჟინის, დაღუპვას გამოეხმაურა

„მე ეს არ მიკვირს. რუსეთში არ ხდება ბევრი რამ, რის უკანაც პუტინი არ დგას, თუმცა არ მაქვს საკმარისი ინფორმაცია, რომ პასუხი ვიცოდე“, – აღნიშნა ბაიდენმა.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევგენი პრიგოჟინი, რომელიც ამ ზაფხულს მარშით გაემართა მოსკოვისკენ, ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

23 ივნისს პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერელების ბანაკზე თავდასხმაში დაადანაშაულა და სამხედრო ამბოხი დაიწყო. 23-24 ივნისს ვაგნერმა როსტოვისა და ვორონეჟის სამხედრო ობიექტები დაიკავა და მოსკოვს მიუახლოვდა, თუმცა ლუკაშენკოს შუამავლობით გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, პროგოჟნმა ამობხი შეწყვიტა და დაკავებული ქალაქებიდანაც გავიდა, სანაცვლოდ კი რუსეთში მის წინააღმდეგ აღძრული საქმე შეწყდა.

იტვირთბა....