ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„პრიგოჟინის ამბავმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რა ფასი აქვს კრემლთან დადებულ ნებისმიერ შეთანხმებას“ – ზურაბ ბატიაშვილი

ექსპერტი ზურაბ ბატიაშვილი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.

ის დაჯგუფება „ვაგნერის“ აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის დაღუპვას ეხება.

„პრიგოჟინის ამბავმა კიდევ ერთხელ (უკვე მერამდენედ) შეგვახსენა, რა ფასი აქვს კრემლთან დადებულ ნებისმიერ შეთანხმებას.
ამიტომ ვისაც დღეს ჯერ კიდევ აქვს რუსეთთან რამის “მოგვარება-დალაგების” იმედი, ან შეგნებული მოღალატეა ან სრული იდიოტია.
პრიგოჟინის მკვლელობა კარგი მაგალითია იმისა, თუ რითი ასრულებენ ბოროტების იმპერიის მსახურნი.
მაგრამ ამაზე რომ დაფიქრდნენ, სულ ოდნავი ტვინი მაინც საჭიროა, რაც მათ არ გააჩნიათ.
რომ გააჩნდეთ, აქამდეც ხომ არ იქნებოდნენ რუსეთუმეები?!“, – წერს ის.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევგენი პრიგოჟინი, რომელიც ამ ზაფხულს მარშით გაემართა მოსკოვისკენ, ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

23 ივნისს პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერელების ბანაკზე თავდასხმაში დაადანაშაულა და სამხედრო ამბოხი დაიწყო. 23-24 ივნისს ვაგნერმა როსტოვისა და ვორონეჟის სამხედრო ობიექტები დაიკავა და მოსკოვს მიუახლოვდა, თუმცა ლუკაშენკოს შუამავლობით გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, პროგოჟნმა ამობხი შეწყვიტა და დაკავებული ქალაქებიდანაც გავიდა, სანაცვლოდ კი რუსეთში მის წინააღმდეგ აღძრული საქმე შეწყდა.

ბოლო დღეებში პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ამბობდა, რომ აფრიკაში იმყოფებოდა.

იტვირთბა....