ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეს გზავნილია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც პოტენციურად შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო გადატრიალებაში” – გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.

ის დაჯგუფება „ვაგნერის“ აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის დაღუპვას ეხება.

„ამ ომის დასრულების ერთადერთი ლოგიკური შესაძლებლობაა პუტინის დასუსტება იმდენად, რომ შიდა რუსული გაგებით დაინგრეს მისი უძლეველობის მითი, რაზეც ფაქტიურად დგას სისტემა.
პრიგოჟინის ე.წ. მარში მოსკოვზე, ამ მიმართულებით გადადგმული პირველი სერიოზული ნაბიჯი იყო. ბუნებრივია, ამან საკმარისად დააფრთხო კრემლი იმისთვის, რომ რადიკალურად გადაეჭრა ეს პრობლემა, მოეხდინა ძალის დემონსტრირება.
ეს გზავნილია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც პოტენციურად შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო გადატრიალებაში – “არ გაბედოთ განძრევა, ყველას მოგწვდებით”…
მეორეს მხრივ, ისტორიული კანონზომიერება მეტყველებს იმაზე, რომ როდესაც სისტემა ასეთ ქმედებებზე გადადის, ეს არის ბოლო აგონიური გაბრძოლება, რაც საბოლოო ჯამში უცილობელი “კრახით” სრულდება…“, – წერს ის.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევგენი პრიგოჟინი, რომელიც ამ ზაფხულს მარშით გაემართა მოსკოვისკენ, ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

23 ივნისს პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერელების ბანაკზე თავდასხმაში დაადანაშაულა და სამხედრო ამბოხი დაიწყო. 23-24 ივნისს ვაგნერმა როსტოვისა და ვორონეჟის სამხედრო ობიექტები დაიკავა და მოსკოვს მიუახლოვდა, თუმცა ლუკაშენკოს შუამავლობით გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, პროგოჟნმა ამობხი შეწყვიტა და დაკავებული ქალაქებიდანაც გავიდა, სანაცვლოდ კი რუსეთში მის წინააღმდეგ აღძრული საქმე შეწყდა.

ბოლო დღეებში პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ამბობდა, რომ აფრიკაში იმყოფებოდა.

იტვირთბა....