ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გმირთა მოედანზე ივანიშვილი დებს ორ ბომბს – გოგა ონიანი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გოგა ონიანმა ლაგუნა ვერესა და ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიაზე ცათამბჯენების მშენებლობის პროექტის შესახებ ისაუბრა.

ონიანის თქმით, ივანიშვილი გმირთა მოედანზე ორ ბომბს დებს.

„დაახლოებით, 2-3 ათასი ბინა იქნება ამ კორპუსებში. წარმოიდგინეთ, რამდენი ავტომობილი დაემატება ამ ტერიტორიას და წარმოიდგინეთ თქვენ, თბილისელებმა, როგორ უნდა იაროთ ამ ტერიტორიაზე, როცა დღესაც კი აბსოლუტურად გადატვირთულია ეს ტერიტორია და დაახლოებით, ნახევარი საათი უნდა ადამიანს, რომ ეს გაიაროს. თუმცა ეს ბიძინა ივანიშვილს არ აინტერესებს. ეს რუს სანქცირებულ ბიზნესმენს, რა თქმა უნდა, მითუმეტეს, არ აწუხებს – ზუსტად იციან, აქედან რამდენი ასეული მილიონი უნდა შევიდეს მათ ჯიბეში. თბილისელებს და საქართველოს მოსახლეობას თვითონ უწევს თავისი თავის დაცვა, მაგრამ სტიქიასთან, სადაც არ გეხმარება სახელმწიფო და პირიქით, ნაღმებს გიდებს ამ სტიქიურ ზონებში, ძალიან რთულია, ამიტომ ძალიან ხშირად ეს სტიქიური უბედურებები ხდება ჩვენს ქვეყანაში და სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ამას მოჰყვება მსხვერპლი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მერიასაც და საკრებულოსაც, გაიწვიოს თავის მიერ შეთხზული ეს პროექტი და მისცეს საშუალება პროფესიონალებს განიხილონ და დადონ დასკვნები“,- განაცხადა ონიანმა.

იტვირთბა....