ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის მინდია გორაძის, იგივე „ლავასოღლის“, მოლდოვაში დაკავებასთან დაკავშირებით მისმა დამ, პირველი კომენტარი გააკეთა.
„დაუკავშირდით მოლდოვას და დაგიდასტურონ, თუ არის ჩემი ძმა იქ საერთოდ ნამყოფი, 4 წელია. რაში უნდა დამჭირდეს დამალვა იმის, დაკავებულია თუ არა, ჩემი ძმა გარეთ არის და თავს კარგად გრძნობს, მასთან კომუნიკაციაც მქონდა“, – ეუბნება გორაძის და „ტვ პირველს“.
შეგახენებთ, გავრცელდა ინფორმაცია ლავასოღლის მოლდოვაში დაკავების შესახებ.