აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ აშშ არ უჭერს მხარს უკრაინის დარტყმებს რუსეთის ტერიტორიის შიგნით.
„როიტერის“ ცნობით, აშშ-ის საგარეო უწყებაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ აშშ არ ახალისებს და მწვანე შუქს არ უნთებს უკრანის დარტყმებს რუსეთის ტერიტორიაზე.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში რუსეთის შიგნით დრონებით თავდასხმების შემთხვევები გახშირდა. უკრაინელები ოფიციალურად ამ დარტყმებზე კომენტარს არ აკეთებენ.