პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილი აშშ-ს აწ უკვე ყოფილი ელჩის, კელი დეგნანისადმი „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ზარქუას გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.
„საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა არ დაწყებულა არც გუშინ, არც გუშინ, არ შეწყდება არც დღეს – არც ხვალ. ეს არც ირაკლი ზარქუას გადასაწყვეტია და არც ბიძინა ივანიშვილის, ეს არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილება,“ – განაცხადა ლილუაშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ ზარქუამ დეგნანს მავნებელი უწოდა და განაცხადა, რომ ის ელჩად ვერ შედგა.