რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვში, “ვნუკოვოსა” და “დომო-დედოვოს” აეროპორტებში, თვითმფრინავების მიღებასა და გაშვებაზე შეზღუდვები დაწესდა.
დროებითი შეზღუდვები უსაფრთხოების დამატებითი ზომების უზრუნველსაყოფად დაწესდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვსა და ბრიანსკის ოლქებში უპილოტო საფრენი აპარატებით რამდენიმე თავდასხმა მოხდა.