ყოფილი კონგრესმენი ადამ კინზინგერი ტვიტერ-ზე „ქართული ოცნების“ წევრის, ირაკლი ზარქუას მიერ აშშ-ს აწ უკვე ყოფილ ელჩზე, კელი დეგნანზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
“ქართული ოცნება“ რუსეთის მარიონეტული პარტიაა”, – წერს კინზინგერი.
შეგახსენებთ, გუშინ ზარქუამ დეგნანს მავნებელი უწოდა და განაცხადა, რომ ის ელჩად ვერ შედგა.