უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთთან ომში ვერ გაიმარჯვებს, საფრთხე ოკუპანტი ქვეყნის მეზობელ სახელმწიფოებს ემუქრებათ. მისივე თქმით, სამიზნე ნებისმიერი შეიძლება გახდეს. ზელენსკიმ ხაზგასმით თქვა ისიც, რომ ამ ომში უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს, რადგან პუტინი ძალაუფლებას ენდობოდა და ახლა ამიტომაც არის უფრო სუსტი:
„მოგვიანებით, ჩვენი ქვეყნის შემდეგ, მათ სურთ ტანჯვა ევროპასა და მსოფლიოში გადაიტანონ. დარწმუნებული ვარ, გესმით ეს მოსკოვიდან. რუსეთის ყველა მეზობელს საფრთხე ემუქრება, თუ უკრაინა არ გაიმარჯვებს. მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნები – თითოეული მათგანი შეიძლება გახდეს სამიზნე რაკეტებისთვის, ან დაქირავებული მებრძოლებისთვის ან დესტაბილიზაციისთვის. დარწმუნებული ვარ, თქვენ ამას გრძნობთ, მაგრამ უკრაინა გაიმარჯვებს! მინდა, რომ ნახოთ, გესმოდეთ, იგრძნოთ – უკრაინა გაიმარჯვებს!
როდესაც პუტინმა უკრაინაში შემოჭრა, მას მხოლოდ მისი ჯავშანტექნიკის კოლონების სიგრძის სჯეროდა, რუსული რაკეტების აფეთქების ძალის სჯეროდა, სჯეროდა, რომ სისასტიკეს შეუძლია გადაწეროს მთელი კონტინენტის ისტორია, შეუძლია ამ ისტორიის წაშლა. მხოლოდ ძალის სჯეროდა, ძალის ადამიანობის გარეშე, ენდობოდა ძალადობას და ამიტომაც არის უფრო სუსტი. ჩვენ გვჯერა რაღაც სრულიად განსხვავებულის და ამიტომაც ვძლიერდებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.