ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ამ სისტემას ბევრად უფრო მძიმე რისკებიც ახლავს თან” – გვარამია ელექტრონულ კენჭისყრაზე

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალური ქსელით აშშ-ს აწ უკვე ყოფილი ელჩის, კელის დეგნანის მიერ ელექტრონული კენჭისყრის რისკებთან დაკავშირებით დღეს გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა.

„კელი დეგნანის განცხადება ელექტრონული კენჭისყრის რისკებზე აბსოლუტურად ზუსტია. მეტიც, ამ სისტემას ბევრად უფრო მძიმე რისკებიც ახლავს თან. ელექტრონულად ხმის მიცემას თუ რამე მიმართულებით ჩავატარებთ, ეს, პირველ რიგში, უნდა იყოს შესაძლებლობა ყველა ემიგრანტისთვის მისცეს ხმა მისთვის სასურველ პარტიას უსაფრთხო ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ის, რასაც დღეს გვთავაზობს ოცნება, აბსოლუტურად სხვა მიზანს ემსახურება – არჩევნების გაყალბებას.
დეტალურად სექტემბერში“, – წერს ის.

დეგნანის კომენტარს გაეცანით აქ.

იტვირთბა....