ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრორუსი მუსიკოსი გორან ბრეგოვიჩი მოლდოვაში არ შეუშვეს

რუსული მედიის ცნობით, პრორუსი მუსიკოსი გორან ბრეგოვიჩი და მისი ახალი ბენდი მოლდოვაში არ შეუშვეს.

მომღერალი, რომელიც მუსიკოსებთან ერთად კიშინოვში ადგილობრივ მუსიკალურ ფესტივალზე ჩავიდა, აეროპორტიდან გააბრუნეს.

„ძალიან იმედგაცრუებული დავრჩით, როცა კიშინიოვის აეროპორტში ოფიციალური ახსნა-განმარტების გარეშე არ შეგვიშვეს. ჩემს მუსიკოსებთან ერთად ბევრს ვმოგზაურობ ევროპაში და არასდროს არსად მქონია სირთულეები… ძალიან ვწუხვარ. მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩემს გუნდთან ერთად მოლდოვაში, ჩემს გამოსვლას მომავალ ჯერზე რაიმე დაბრკოლება არ შეექმება“, – განაცხადა ბრეგოვიჩმა.

შეგახსენებთ, 2015 წელს ბრეგოვიჩმა ანექსირებულ ყირიმში გამართა კონცერტი, რის გამოც უკრაინაში დაგეგმილი მისი გამოსვლები გაუქმდა.

იტვირთბა....