რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოსკოვში, მიწისქვეშა კოლექტორებში ექსკურსიის დროს ხუთი ადამიანი წყლის ნაკადმა გაიტაცა.
გამოცემის ცნობით, 2 ადამიანი დაიღუპა, სამს კი ამ დრომდე ეძებენ.
„წინა დღით რვა-კაციანი ჯგუფი გაემგზავრა მიწისქვეშა კოლექტორების დასათვალიერებლად, სადაც ძლიერი წვიმის დროს იმყოფებოდნენ. გარდაცვლილების ვინაობა დგინდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.