ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მხატვარი თემო გოცაძე გარდაიცვალა

82 წლის ასაკში ფერმწერი და პედაგოგი თემო გოცაძე გარდაიცვალა.

მხატვრის ცნობილი ნამუშევრებია: ლურჯა ცხენები, დაბადება, ეფემერები, ჩემი საუკუნე, ჩემი თბილისი, სულიერი საქართველო. მონუმენტური მხატვრობა: კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის საკონფერენციო დარბაზის მოხატულობა, მართვის სისტემების ინსტიტუტის საკონფერენციო დარბაზი.

გოცაძე ღირსების ორდენის კავალერი და საქართველოს სახალხო არტისტია.

ის 1941 წელს თბილისში დაიბადა. მან 1964 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია.

თემო გოცაძე მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის სახელმწიფო კომიტეტის მთავარ მხატვრად. 80-იან წლებში იყო მხატვრის სახლის დირექტორი, 1988-2005 წლებში საქართველოს სამუზეუმო–საგამოფენო გაერთიანების, სურათების ეროვნული გალერეის, გენერალური დირექტორი. 1994 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში.

იტვირთბა....