ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„საშინელება მოხდება… სულ დაიძრება ფერდობები“ – ფასანაურში ახალი გვირაბის გაყვანას აპროტესტებენ

ახალი პროექტის მიხედვით, ხელისუფლება ფასანაურთან შემოვლითი გზის და გვირაბის გაყვანას აპირებს.

ამ იდეას მოსახლეობის მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

„იქ რომ გვირაბი გაკეთდეს საშინელება მოხდება. ჯერ მარტო ჩვენ უბანზე სამი ხევია, ეს ხეები ისე დაბლაა, რომ იქ გვირაბი ვერ გავა. იქ სულ დაიძრება ფერდობები, 50-60 გრადუსია დაქანება…1933 წელს იყო შემთხვევა, ერთი ხევი ისე გამოვიდა, რომ არაგვი დააგუბა და წალეკა ყველაფერი რაც წინ დახვდა. ეს რომ მოწყდეს, ნახევარ ფასანაურს გაიტანს, რა უნდა აქ გვირაბს, როგორ შეიძლება გვირაბის გაკეთება“, – განაცხადა მეტყევე-ინჟინერმა ვალერიან ანდრიაძემ.

იტვირთბა....