ხმაური და დაპირისპირებაა ამ წუთებში გორში, გურამიშვილის ქუჩაზე, სადაც მუნიცილპალური ინსპექცია გარემოვაჭრეებს ტერიტორიაზე მუშაობის საშუალებას არ აძლევს.
კონფლიქტის დროს რამდენიმე გარემოვაჭრე შეუძლოდ გახდა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.
ადგილზე იმყოფებიან აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების – “გირჩი – მეტი თავისუფლებისა” და “ლეიბორისტული პარტიის” წარმომადგენლები.