ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რეგიონული განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრი” ოპოზიციასა და მესამე სექტორს თაღლითობაში ადანაშაულებს

„რეგიონული განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრი” აუდიტის სამსახურს ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის ფინანსური საკითხის შესწავლის მიზნით მიმართავს.

ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, რამდენიმე პარტია კანონმდებლობის გვერდის ავლით დაფინანსების მიღება ცდილობს.

„სახეზეა პარტიების მიერ არასამეწარმეო იურიდიული პირების შექმნის გზით, ისეთი მექანიზმის შექმნა, რომელიც მათ მისცემთ საშუალებას კანონმდებლობის გვერდის ავლით მოახდინონ დაფინანსების მიღება. ეს შეეხება რამდენიმე პარტიას, მათ შორის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, გირჩი – მეტი თავისუფლება, ევროპული საქართველო, დროა, მოქალაქეები ხალხისთვის, რესპუბლიკური პარტია და სტრატეგია აღმაშენებელი. მათ აქვთ, პოლიტიკური დღის წესრიგი, კონკრეტული პოლიტიკური დავალება და უფრო მეტიც, რიგ შემთხვევაში არის შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე ადამიანი შესაძლოა იყოს, როგორც პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე და ლიდერი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი. აუდიტის სამსახურმა აღნიშნულ საკითხი უნდა გამოიძიოს. ნეტარ არიან მორწმუნენი, თქვენ გჯერათ და იყოს ეგრე, მაგრამ მე მაქვს ჩემი პირადი კონფესია, რასაც ვაფიქსირებ და მე არანაირ ფინანსებს არ ვიყენებ მთავრობისთვის, არ ვიყენებ არანაირ გრანტს იმისთვის, რომ მთავრობის პოზიციები გავამყარო და გარდა ამისა, მე არ მაქვს არანაირი კვეთა მთავრობასთან. მე ვაკეთებ განცხადებებს, რომელიც არის ჩემთვის სწორი და მისაღები. გამოიკვლიონ, გამოიძიონ სხვა ორგანიზაციებიც“, – განაცხადა რეგიონალური განვითარების და ხელშეწყობის ცენტრის დამფუძნებელმა, დავით ჩიხელიძემ.

იტვირთბა....