მდინარე ლიახვში 35 წლამდე ქალის ცხედარი იპოვეს – ამის შესახებ ინფორმაციას “ეხო კავკაზა” ავრცელებს.
არსებული ცნობით, ქალს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ, ბოლოს კი ცხედარი მდინარეში აღმოაჩინეს. შემთხვევა ძაუს რაიონის სოფელ გუფთასთან მოხდა.
ქალის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ჯავის რაიონის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამმართველოს სოფელ გუფთას მკვიდრმა მიაწოდა და დისშვილის მოძებნა სთხოვა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.