ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

არასოდეს შეაფასოთ უკრაინა არასათანადოდ, იყავით თავდაჯერებული, გამოიჩინეთ მოთმინება – კულება

არასოდეს შეაფასოთ უკრაინა არასათანადოდ, იყავით თავდაჯერებული, გამოიჩინეთ მოთმინება – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა და დასავლელ პარტნიორებს მოუწოდა პროგნოზების გაკეთებისას სიფრთხილე გამოიჩინონ.

”ჩვენ მშვიდად ვხვდებით ამგვარ განცხადებებს. უსახელო ოფიციალური პირების, გენერლებისა და ანალიტიკოსების აზრით, უკრაინას 2022 წლის თებერვალში 3-10 დღეში არსებობა უნდა შეეწყვიტა. ახლა ისინი ვარაუდობენ, რომ უკრაინა მთელ თავის ტერიტორიას ასე სწრაფად ვერ დაიბრუნებს. მინდა ვთქვა, რომ ანალიტიკოსებმა პროგნოზებისა და გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთებისას მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ”, – აღნიშნა კულებამ.

იტვირთბა....