“ტვ პირველზე” დღის ამბებში ენმ-ს ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ შოვის ტრაგედიასა და ხელისუფლების ხმრიდან მის დამოკიდებულებაზე ისაუბრა. მელიას შეფასებით, პოლიტიკური კორუფცია არის ის მთავარი მიზეზი, რის გამოც ქვეყანაში რიგით მოქალაქეებს სიკვდილის საფრთხე ექმნებათ:
“დაიღუპა ამდენი ადამიანი და არ ვილაპარაკოთ? რატომ ემოციური აშლილობა რომ არ დაემართოს ბატონ კობახიძეს? ის, რომ ფულის გაკეთებაზე არიან გადასული და მეორე, მესამე ადგილზეა გადასული ის, რაც აწუხებთ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანებს. 150 მილიარდი ლარი განკარგა „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლიდან, აქედან 20 მილიარდი დახარჯა გზების მშენებლობაზე. პოლიტიკური კორუფცია ჭამს ყველაფერს. ამ პოლიტიკურ კორუფციას მიაქვს კონკრეტული ადამიანების სიცოცხლე და ვიხილეთ,“ – განაცხადა მელიამ.