პროკურატურამ “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” მოთხოვნა დააკმაყოფილა და, 2023 წლის 03 აგვისტოს, შოვის სტიქიის ზონაში გარდაცვლილი დავით ბერიაშვილის დედა, დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” განცხადებაშია ნათქვამი.
ამასთან, ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ პროკურატურამ უარი თქვა PHR -ის მოთხოვნაზე, რომელიც შეეხებოდა სისხლის სამართლის საქმის პროკურატურისთვის გადაცემას, გამოძიების მიზნით.
“აღნიშნული გადაწყვეტილებით, პროკურატურამ დაადგინა, რომ დავით ბერიაშვლის გარდაცვალება დანაშაულის შედეგია.
PHR -ი აგრძელებს დაზარალებულის უფლებამონაცვლის ინტერესების დაცვას და საზოგადოებას მიაწვდის სიახლეებს საქმის განვითარებასთან დაკავშირებით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.