ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

ენერგოდარში უპილოტო საფრენი აპარატი იმ შენობას დაეჯახა, სადაც რუსეთის შსს-ს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ

უკრაინის დროებით ოკუპირებულ ქალაქ ენერგოდარში უპილოტო საფრენი აპარატი იმ შენობას დაეჯახა, სადაც რუსეთის შსს-ს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაზიანებები მიიღეს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლკოვნიკმა პაველ ჩესანოვმა, მისმა მოადგილემ და სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა.

ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

იტვირთბა....