უბედური შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ რიკოთზე – როგორც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, დაღუპულია ერთი და დაშავებულია ასევე ერთი მუშა.
ცნობილი ხდება, რომ გარდაცვლილი მამაკაცი ჩინეთის მოქალაქეა, ხოლო დაშავებული – ქართველი. შემთხვევა ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ საამქროში მოხდა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
მომხდარზე გამოძება 240-ე მუხლით დაიწყო.