დღეს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საწვავზე მაღალი ფასის შენარჩუნების გამო 5 კომპანია დააჯარიმა. მათ შორის არიან “სოკარი” და “ვისოლი”, რომლებიც სააგენტოს წინააღმდეგ სარჩელს ამზადებენ.
“იმედი გვაქვს, რომ მოგვეცემა ჩვენი არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობა და სამართლიან შედეგს მივაღწევთ,” – აცხადებენ “სოკარში”.
შეგახსენებთ, დაჯარიმებულ კომპანიებს შორის არიან შპს „ლუკოილ-ჯორჯია“, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“, შპს ,,სან პეტროლიუმ ჯორჯია“, შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ და შპს ,,რომპეტროლ საქართველო“.