შოვის ტრაგედიიდან მე-15 დღეს მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. დაღუპულთა რაოდენობა 27-მდე გაიზარდა.
შეგახსენებთ, შოვში მეწყერი ზუსტად ორი კვირის წინ – 3 აგვისტოს ჩამოწვა და ფაქტობრივად, მთელი სოფელი გაანადგურა.
6 დაკარგულს მაშველები ამ დრომდე ეძებენ. დაკარგულებს შორის არიან ბავშვები.