დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტს ასლან ბჟანიას მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში ოპერაცია გაუკეთეს – ამის შესახებ ინფორმაციას ბჟანიას პრესსამსახური ავრცელებს:
“საფუძვლიანი დიაგნოსტიკის შემდეგ მას ოპერაცია ჩაუტარდა. პროცედურამ წარმატებით ჩაიარა. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, 10 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რუსეთში სამუშაო ვიზიტის დროს შეუძლოდ გახდა და ის კლინიკაში გადაიყვანეს.