[su_quote]ირაკლი კობახიძე არის ერთ-ერთი, როგორც ძალიან მაღალი რანგის პოლიტიკოსი, ისე ძალიან გულწრფელი ადამიანი. მის ამ სინანულში ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს და მითუმეტეს მე არ მეპარება, იმიტომ, რომ ძალიან კარგად ვიცნობ ამ ადამიანს. მაშინ, როდესაც მტრულად არის განწყობილი ოპოზიცია, მტრულად არის განწყობილი ოპოზიციური მედიასაშუალებები, როდესაც გაჩეჩებენ ხელში რაღაც სურათს, შეიძლება ადამიანმა დაუშვა რაღაც შეცდომა, რაზეც ვფიქრობ კობახიძემ ვაჟკაცურად და ღირსეულად ისაუბრა. მისკომუნიკაცია მოუვიდა კონკრეტულ ადამიანთა, ვფიქრობ, ადამიანებმა ერთმანეთს გაუგეს[/su_quote]
ასე იცავს “ოცნების” დეპუტატი ბექა ოდიშარია პარტიის ლიდერს ირაკლი კობახიძეს, რომელმაც შოვში სტიქიის დროს გადარჩენილებზე ჯერ შეურაცხმყოფელი განცხადებები აკეთა, შემდეგ კი ამის გამო სინანული გამოთქვა.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ შოვის სტიქიის დროს გადარჩენილები ტყუილში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ტალახში ამოსვრილი ბავშვი სამი საათი არ იბრძოდა გადარჩენისთვის. მისთვის ასევე “გაუგებარი” აღმოჩნდა, რატომ გადაწყვიტა დავით ჯელაძემ ზურგზე მოკიდებული დიშვილით ტალახში გავლა და მეორე ნაპირზე გადასვლა. მას შემდეგ, რაც მისმა განცხადებამ საზოგადოების დიდი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია, კობახიძემ ნათქვამის გამო სინანული გამოხატა.
კობახიძის ბოდიშის შემდეგ თავისი განცხადების გამო სინანული ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემაც გამოთქვა, რომელმაც ზუსტად ის რიტორიკა გაიმეორა, რაც კობახიძემ თქვა.