ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არ გვინდოდა ვინმეს გმირობა რაღაცნაირად დაგვეკნინებინა” – კობახიძის შემდეგ ბოდიშს მიხეილ სარჯველაძეც იხდის

კობახიძის ბოდიშის შემდეგ, თავის გაკეთებულ განცხადებაზე სინანულს ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეც გამოთქვამს. როგორც ის აცხადებს, არასდროს ჰქონია სურვილი შოვში, სტიქიას გადარჩენილი ადამიანებისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინა:

“მაშინაც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ ძალიან ხშირად ხდება, რომ კონტექსტიდან ამოგლეჯილად ხდება ხოლმე გარკვეული ფრაზების გავრცელება შემდგომ და ეს ქმნის გარკვეულ არასრწორ შთაბეჭდილებებს და არასწორ აღქმებს. ის რაც თქვა გუშინ ირაკლიმ აბსოლუტურად სწორი იყო, თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ ყველაზე მეტად რაც ვაჟკაცურად გამოიყურებოდა და აბსოლუტურად კორექტურილი იყო. არავისა რ გვქონდა არც პირველ დღეს, არც მეორე დღეს და არც არსდროს, სურვილი, რომ ვინმეს ღვაწლი, ვინმეს ჰეროიკული საქციელი, ვინმეს გმირობა რაღაცნაირად დაგვეკნინებინა. ეს თქვა, და ყოველგვარი სპეკულაციისთვის მიზეზი მოსპო. ეს არის ძალიან დასაფასებელი,რაც გააკეთა ირაკლიმ და რასაკვირველია მე ამ განცხადებას ვუართდები და მინდა დავადასტურო ჩემი ღრმა პატივისცემა ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც არამც თუ უბრალოდ გადარჩა, პირდაპირ ვამბობ, რომ გმირობა გამოიჩინა, თუმცა რასაკვირველია არ უნდა დაგვავიწყდეს და აქაც უნდა ვთქვათ, არც ირაკლის და არც მე არასდროს არ გვქონია ამის განზრახვა და სურვილი, რომ ვინმე შეურაცხყოფილი დარჩენილიყო, ნამდვილად არ გვინდოდა ვინმეს ღვაწლის დაკნინება, პატიებას ვითხოვთ თუკი ვინმეს ასე გამოვიდა და ობიექტურად ასეთი შთაბეჭდილება ვინმეს გაუჩნდა, რომ ვინმეს ღვაწლი დავაკნინეთ”, – თქვა სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ შოვის სტიქიის დროს გადარჩენილები ტყუილში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ტალახში ამოსვრილი ბავშვი სამი საათი არ იბრძოდა გადარჩენისთვის. მისთვის ასევე “გაუგებარი” აღმოჩნდა, რატომ გადაწყვიტა დავით ჯელაძემ ზურგზე მოკიდებული დიშვილით ტალახში გავლა და მეორე ნაპირზე გადასვლა.

ამ განცხადების შემდეგ, იგივე რიტორიკა გაიმეორეს “ოცნების” წევრებმა მიხეილ სარჯველაძემ და მამუკა მდინარაძემაც.

მას შემდეგ, რაც მათმა განცხადებამ საზოგადოების დიდი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია, კობახიძემ ნათქვამის გამო სინანული გამოხატა.

იტვირთბა....