ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უკრაინაში მყოფმა ქართველმა ყოფლმა მაღალჩინოსანმა შიმშილობა დაიწყო

სასაზღვრო პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა უვადო შიმშილობა დაიწყო. გოჩა ბერიძემ პროტესტის უკიდურეს ფორმას უკრაინაში მიმართა.

ყოფილი მაღალჩინოსანი თანამდებობიდან სასაზღვრო პოლიციის უფროსის ნიკა შარაძის გადადგომას ითხოვს. ბერიძე ის ადამიანია, ვინც „ნოდარ მელაძის შაბათში“ სისტემა ამხილა და ის მტკიცებულებები გამოაქვეყნა, რომლითაც დგინდება, რომ რუსეთი ქართულ პორტებს სანქციების გვერდის ავლისთვის იყენებს.

სასაზღვრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით, მან ბევრჯერ მიმართა შესაბამის უწყებებს კონკრეტული მტკიცებულებებით შარაძის გადაყენების მოთხოვნით, მაგრამ შედეგი ვერ მიიღო. ბერიძემ შიმშილობის გაგრძელებას მანამდე აპირებს, სანამ მისი მოთხოვნა გადაყენების შესახებ არ დაკმაყოფილდება, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა ბერკეტის გამოყენებას აანონსებს.

“ორი თანამდებობის პირი განთავისუფლებული იქნა სასაზღვრო პოლიციიდან, ივანე კანჩხაძე და გიორგი ნაყოფია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, ვინაიდან აღნიშნულ თანამდებობის პირებს, ბრძანებას აძლევდა და ხელმძღვანელობდა სასაზღვრო პოლიციის უფროსი ნიკოლოზ შარაძე. ნოდარ მელაძეს შაბათის ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ, მე არაერთხელ მივმართე სასაზღვრო პოლიციას და შესაბამის ორგანოებს და მოვითხოვე შესაბამისი ფაქტებიდან და მტკიცებულებებიდან გამომდინარე, აღნიშნული პიროვნებების სამსახურიდან დათხოვნა, მე ყველა ხერხს მივმართე შედეგი ვერ მივიღე, აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, დღეიდან გამოვაცხადო შიმშილობა, სანამ არ გადადგება ნიკოლოზ შარაძე. ვიმედოვნებ, რომ გამოიღებს შედეგს, თუ არ გამოიღებს მაქვს სხვა ბერკეტი, რასაც აღნიშნულის შემდეგ აუცილებლად მოჰყვება და ვიმედოვნებ სასაზღვრო პოლიციას ვეღარ უხელმძღვანელებს სამშობლოს მოღალატე ნიკოლოზ შარაძე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით”, – ამბობს გოჩა ბერიძე.

წყარო: ტვ პირველი

იტვირთბა....