რიკოთთან სოფელ ფუთის მაცხოვრებლებმა აქცია გამართეს. ისინი აცხადებენ, რომ გვირაბების გაყვანა ბურღის ნაცვლად აფეთქებებით ხდება, რის გამოც მიწის ბიძგებმა მათი საცოვრებელი სახლები დააზიანა.
აქციის მონაწილეების თქმით, ჩინურ კომპანიას მიწისქვეშა გვირაბი პირდაპირ სოფლის ქვეშ გაჰყავს, ბიძგები კი იმდენად მასშტაბურია, რომ სახლებს კედლები დაებზარა ჭერიდან კი ბათქაში ცვივა.
“ჩვენ ვცხოვრობთ ორი გიგანტური გვირაბის თავზე, სადაც უკვე კატასტროფულია ცხოვრება. ყოველდღიურად მიმდინარეობს ძლიერი აფეთქებები, ამ აფეთქებების დროს ჩვენ ვართ სახლებში, ბიძგი არის ძალიან ძლიერი და ვერაფერს ვერ ვხდებით დღევანდელ პირობებში, ვერაფერს ვაკეთებთ, დახმარებას არვინ არ გვიწევს სულ უმოქმედობაშია მთავრობა და ვცდილობთ გავუპროტესტოთ ეს უმოქმედობა”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
“რამდენიმე დღის უკან ჩემს საკუთარ სახლში, კერძო შენობაში ჩამოინგრა, ჩამოვარდა ჭერიდან ბათქაში და დღეს ჩემი შვილები საძინებლებში ვერ შემყავს და ვერ ვაჩერებ ბავშვებს იმის შიშით, რომ თავზე რაღაც დაგვეცემა დედაო. ექვსი თვის წიონ გაგზავნილი წერილი ჩანთაში მაქვს, რომელიც მუნიციპალიტეტში გავაგზავნე და დღემდე უპასუხოა. გვაქვს იმის განცდა, რომ სახელმწიფო ჩინური სახელმწიფოსგან ვერ გვიცავს ჩვენ და ჩვენ ვზარალდებით, მაგრამ რატომღაც ან შეგნებულად ხუჭავს სახელმწიფო თვალს ანდა ვერ გვიცავს და ვითხოვთ დახმარებას”, – განაცხადა აქციის მონაწილემ.