ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს მიმართ უნდობლობა მეზობელ ქვეყნებში სულ უფრო მეტად მძაფრდება. პოლონეთის შს მინისტრის მოადგილის მაცეი ვონსიკის განცხადებით, ქვეყანა ბელორუსის საზღვარზე პროვოკაციების მოლოდინშია.
“ვიცით, რომ ალექსანდრე ლუკაშენკოს სურს ჩაერიოს პოლონეთის არჩევნებში, მოახდინოს სიტუაციის დესტაბილიზაცია და სხვადასხვა პროვოკაციები განახორციელოს”, – განაცხადა ვანსიკმა.
ლიეტუვამ ბელარუსის საზღვართან ექვსი სასაზღვრო გამშვები პუნტქიდან ორი დახურა.
პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ 1 აგვისტოს განაცხადა, რომ ორმა ბელარუსულმა ვერტმფრენმა, რომლებიც საზღვართან ახლოს ატარებდნენ წვრთნებს, პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა გასცა ბრძანება, რომ საზღვარზე სამხედროების რაოდენობა გაიზარდოს, ასევე ჩართული იქნას დამატებითი ძალები და საშუალებები, მათ შორის საბრძოლო ვერტმფრენები.