ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ამ მოთხოვნის ადრესატი ისევ კობახიძეა, რომელმაც ახლა ორი შაური მეორედ უნდა გადაუხადოს ბოდიშის მოხდაში” – გია ხუხაშვილი

[su_quote]არ არის სწორი, ახლა კობახიძის შემდეგ იმათაც, რომ თხოვენ ბოდიშის მოხდას, ვინც ამ უკანასკნელის დასაცავად ჯელაძეს ლანძღავდა, ცილს სწამებდა და წყევლიდა – რატომ გადარჩიო.

ისინი უბრალოდ თავის ორშაურიან “პროფესიულ” მოვალეობას ასრულებდნენ.

ამ მოთხოვნის ადრესატი ისევ კობახიძეა, რომელმაც ახლა ორი შაური მეორედ უნდა გადაუხადოს ბოდიშის მოხდაში. სხვანაირად არ გამოვა ეგ საქმე…[/su_quote]

წერს პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ შოვის სტიქიის დროს გადარჩენილები ტყუილში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ტალახში ამოსვრილი ბავშვი სამი საათი არ იბრძოდა გადარჩენისთვის. მისთვის ასევე “გაუგებარი” აღმოჩნდა, რატომ გადაწყვიტა დავით ჯელაძემ ზურგზე მოკიდებული დიშვილით ტალახში გავლა და მეორე ნაპირზე გადასვლა. მას შემდეგ, რაც მისმა განცხადებამ საზოგადოების დიდი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია, კობახიძემ ნათქვამის გამო სინანული გამოხატა.

იტვირთბა....