[su_quote]ტრაგედიის პირველი ღამის შემდეგ მთავარი კითხვა:
შესაძლებელი იყო თუ არა სამაშველო ოპერაციის ჩატარება და სიცოცხლეების გადარჩენა?
პირველივე დღიდან რუსების პროპაგანდა აეწყო ამ კითვხვის საპასუხოდ და პასუხი იყო – არა
ამ პასუხს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა და აყენებს გადარჩენილი ადამიანების ისტორიები, რომლებიც ჰყვებიან როგორ ებრძოდნენ სტიქიას საათების განმავლობაში
რადგან თუ ისინი ებრძოდნენ და გადარჩნენ, სავსებით შესაძლებელია რომ სხვებიც ებრძოდნენ და ვერ გადარჩნენ
სამაშველო ოპერაციის მთელი არსი მდგომარეობს იმაში რომ ასეთ დროს (სტიქიასთან ბრძოლის პერიოდში) მიუსწრო და გადაარჩინო
ასეთი სახის ოპერაცია არ ჩატარებულა
ამიტომ რუსების პროპაგანდის სამიზნე გახდნენ გადარჩენილები, მათ დასდეს ბრალი რომ ისინი იტყუებიან
ამას მოჰყვა მძაფრი რეაქცია ყველასგან ვისაც სინდისი შერჩა ამ ქვეყანაში
ამ რეაქციაზე პასუხად დღეს გამოდგნენ და ბოდიშები იხადეს
პროპაგანდამ თემა გახადა ‘ბოდიშები’ და იმ რუსების ‘ღირსება’ რომელთაც მოიხადეს ბოდიში
მთავარი კითხვა (რაც თავში წერია) გაქრა დღის წესრიგიდან ან გადაიწია მეორე, მესამე პლანზე
ამ ბოდიშების მიზანიც ეგ იყო
ამიტომ ნუ დასველდებით რუსების ბოდიშებზე, ნუ იქნებით იდიოტები
რუსული ტიპის რეჟიმებში ცალკეული რუსის არცერთი სიტყვა და არცერთი ნაბიჯი არ არის სპონტანური, ადამიანური და/ან ნაკარნახევი სინდისის მიერ
ყველაფერი პროპაგანდის ნაწილია და კონკრეტულ მიზანს ემსახურება
ამ შემთხვევში – მთავარი კითხვიდან ყურადღების გადატანას[/su_quote]
წერს სოციალურ ქსელში “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.