ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩვენი მიზანი არ არის, პოლიტიკურ ფარსში მივიღოთ მონაწილეობა” – დაუშვილი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე

შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშრიებით ენმ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ოპოზიციის დიდი ნაწილი ინიციატივას ემხრობა, თუმცა გახარიას გუნდი ამაში მონაწილეობას არ აპირებს.

როგორც პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, ენმ შოვის ტრაგედიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, ამიტომ ისი გუნდი ამ ფარსში მონაწილეობას არ აპირებს:

“ერთი მხრივ, “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს, რომ ადამიანური ტრაგედია, მაშინ, როდესაც დაკარგულები ჯერ ნაპოვნი არ არიან, მაშინ როდესაც გარდაცვლილები ჯერ მიწას არ მიგვიბარებია, ამ დროს ეს ადამიანური ტრაგედია გამოიყენოს თავისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის. მეორე მხრივ, “ოცნება” კიდევ უფრო უარესი, ცდილობს ეს მავნებლური მოქმედება “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან, გამოიყენოს თავის პასუხისმგებლობისგან თავის ასარიდებლად.

ჩვენი მიზანი არ არის ამ პოლიტიკურ ფარსში მივიღოთ მონაწილეობა და შესაბამისად, ამ ეტაპზე, ჩვენ სწორედ ამიტომ არ ვუჭერთ მხარს, ამ საგამოძიებო კომისიის შექმნას”, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

იტვირთბა....