ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სასმელი წყლის მოთხოვნით მარნეულში მოსახლეობამ გზა გადაკეტა

მარნეულში მოსახლეობამ სასმელი წყლის მოთხოვნით გზა გადაკეტა. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეების თქმით, წლებია, მტვერსა და უწყლობაში უწევთ ცხოვრება.

“დავიღალეთ დაპირებებით, ქალაქში ვცხოვრობთ და არც გზა გვაქვს და არც სასმელი წყალი, რომელი საუკუნეა. 3 წელია ამ დღეში ვართ. ასფალტი ათხარეს და დაგვპირდნენ 24-საათიანი წყალი და ახალი გზა გექნებათო, მაგრამ წლებია მტვერში და უწყლოობაში გვაცხოვრებენ. ამიტომაც, დღეს გზა გადავკეტეთ,” – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მოგვიანებით აქციაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ და ხალხს წყლის პრობლემის მოგვარებას ისევ დაპირდნენ. ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ კი გადაკეტილი გზის გახსნა მაინც შეძლო.

იტვირთბა....