ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მაშინ, როცა საქართველოს უდიდეს ნაწილს ამ მძიმე ტრაგედიის გამო ღამეები არ გვეძინა, ღვარძლიანი ადამიანები იმაზე ფიქრობდნენ, სათავისოდ როგორ გამოეყენებინათ ეს ვითარება” – წილოსანი კობახიძეს იცავს

[su_quote]ისევ ორი, რადიკალურად განსხვავებული საქართველოს ამბავია:
ერთი – საბედნიეროდ პატარა ნაწილი, ჩასაფრებული, აგრესიული, გაბოროტებული, ძალადობრივი, ღვარძლიანი, მოდელირებული, ილუზორული და მეორე – ყველა სხვა დანარჩენი.

ყველაფერი სწორხაზოვნად და ერთმნიშვნელოვნად რომ უნდათ მიიღო ეს ის ადამიანები არიან, სხვა შემთხვევაში ჩაგქოლავენ… როცა მათ არ სურთ მოსაზრებაც კი არ უნდა გამოთქვა, ვინაიდან მსჯელობა არც კი განიხილება..

მაშინ, როცა საქართველოს უდიდეს ნაწილს ამ მძიმე ტრაგედიის გამო ღამეები არ გვეძინა, ეს მცირე ნაწილი მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, სათავისოდ როგორ გამოეყენებინა ეს ვითარება.

ირაკლი კობახიძეს რომ ამ კანიბალების შემოტევა აქვს, განსხვავება მათ შორის ხომ ასეთი ნათელია..

მინდა დიდი პატივისცემა გამოვუცხადო სტიქიას გადარჩენილ თითოეულ მოქალაქეს, ძალიან მახარებს, რომ მოახერხეთ და შეძელით ამ საშინელი ტრაგედიისგან თავის დაღწევა[/su_quote]

აღნიშნული ტექსტი “ოცნების” დეპუტატმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და ამით პარტიის ლიდერი ირაკლი კობახიძე დაიცვა, რადგან ამ უკანასკნელის გუშინდელმა განცხადებებმა ძალიან დიდი ნეგატივი გამოიწვია.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ შოვის სტიქიის დროს გადარჩენილები ტყუილში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ტალახში ამოსვრილი ბავშვი სამი საათი არ იბრძოდა გადარჩენისთვის. მისთვის ასევე “გაუგებარი” აღმოჩნდა, რატომ გადაწყვიტა დავით ჯელაძემ ზურგზე მოკიდებული დიშვილით ტალახში გავლა და მეორე ნაპირზე გადასვლა.

კობახიძის განცხადებას საზოგადოებისგან აგრესია და გაღიზიანება მოყვა.

იტვირთბა....