მოლდოვამ 22 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა.
როგორც მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, 15 აგვისტოდან ქვეყანაში ყოფნის უფლება მხოლოდ 10-მდე რუს დიპლომატს და 15 დამხმარე პერსონალს აქვს. მანამდე საელჩოში 80-ზე მეტი ადამიანი მუშაობდა.
ოფიციალური კიშინიოვი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება რუსეთის არამეგობრულ ქმედებებსა და მოლდოვაში დესტაბილიზაციის მოწყობის არაერთ მცდელობას უკავშირდება.
თებერვალში მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ საჯაროდ განაცხადა, რომ რუსეთი დივერსანტების მეშვეობით აქციების სერიას გეგმავდა. მანამდე უკრაინის დაზვერვამ გააფრთხილა მოლდოვა, რომ რუსეთის უახლოეს მომავალში იქ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა უნდა.