ჰავაიზე გაჩენილი მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა. დაკარგულად მიიჩნევა ასობით ადამიანი.
კუნძულ მაუიზე მძვინვარე ტყის ხანძარი ყველაზე დიდი ბუნებრივი კატასტროფაა ჰავაის ისტორიაში. ცეცხლმა დაახლოებით 2 200 შენობა-ნაგებობა გაანადგურა, ზარალი კი 6 მილიარდ დოლარმდეა ასული.
მაუიზე ხანძარი 8 აგვისტოს გაჩნდა. სახანძრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.