დღეს დილით რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქ ლვოვზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და შენობა-ნაგებობები.
ლვოვის მერის ანდრეი სადოვის ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი კორპუსის ზედა სართულებზე ხანძარი გაჩნდა.
ლვოვის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მაკსიმ კოზიცკის თქმით, სარაკეტო ნამსხვრევები პატონასა და კახოვსკაიას ქუჩებზე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს დაეცა, განხორციელდა ხალხის ევაკუაცია.