[su_quote]თუ გადარჩა ადამიანი განაპირა მხარეს, აი ამ ტალახის მასაზე რატომ უნდა გადასულიყო არ ვიცი უბრალოდ, შეიძლება რამე კონკრეტული მიზეზი კიდევაც არსებობს.
არავითარი მიზეზი არ გაქვთ ახლა, რომ რაღაცა ფორმით ისეთი ინტერპრეტაციების ტირაჟირება მოახდინოთ, როგორც ახლა ცდილობთ[/su_quote]
ასე გამოეხმაურა ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე “ოცნების” გუნდის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებას და მისი ნარატივი ერთი ერთში გაიმეორა.
შეგახსენებთ, დღეს ირაკლი კობახიძემ შოვის სტიქიის დროს გადარჩენილები ტყუილში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ტალახში ამოსვრილი ბავშვი სამი საათი არ იბრძოდა გადარჩენისთვის. მისთვის ასევე “გაუგებარი” აღმოჩნდა, რატომ გადაწყვიტა დავით ჯელაძემ ზურგზე მოკიდებული დიშვილით ტალახში გავლა და მეორე ნაპირზე გადასვლა.
კობახიძის განცხადებას საზოგადოებისგან აგრესია და გაღიზიანება მოყვა.