შოვში დაღუპულთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა. რამდენიმე წუთის წინ, მაშველებმა სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ცხედარი და სხეული ფრაგმენტი იპოვეს. ამ დრომდე, დაკარგულად ითვლება 8 პირი.
შეგახსენებთ, 3 აგვისტოს შოვში მეწყერი ჩამოწვა, რომელმაც სოფელი, ფაქტობრივად, სრულად გაანადგურა. ნაპოვნია 25 ცხედარი, დაკარგული ადამიანების პოვნის მიზნით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.