[su_quote]არც კობახიძე და არც სხვა უტიფარი აღვირახსნილი აღარაფერ შუაშია! ვინც ამათ, ამ სრულიად “პოლიტგახრწნილებს ” ითმენს და იტანს, ანუ ჩვენ -ჩვენ ვართ უკვე შუაშიც და თავშიც![/su_quote]
ასე გამოეხმაურა “კანონი და სამართლის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი “ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას.
შეგახსენებთ, დღეს ირაკლი კობახიძემ შოვის სტიქიის დროს გადარჩენილები ტყუილში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ტალახში ამოსვრილი ბავშვი სამი საათი არ იბრძოდა გადარჩენისთვის. მისთვის ასევე “გაუგებარი” აღმოჩნდა, რატომ გადაწყვიტა დავით ჯელაძემ ზურგზე მოკიდებული დიშვილით ტალახში გავლა და მეორე ნაპირზე გადასვლა.
კობახიძის განცხადებას საზოგადოებისგან აგრესია და გაღიზიანება მოყვა.