საზოგადოება

ჯერ დაისვენე, მერე გადაიხადე – ბაზისბანკის საკრედიტო მეგო ბარათი საზაფხულო პირობები

ზაფხული შვებულებასთან, დასვენებასა და დროის სასიამოვნოდ გატარებასთან ასოცირდება, რაც ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, ბაზისბანკი მომხმარებელს, პირველ ქართულ საკრედიტო მეგო ბარათზე საუკეთესო და მათ მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებულ პირობებს სთავაზობს.

საკრედიტო მეგო ბარათი იდეალური საშუალებაა დასვენების, შოპინგის ან სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯის დროს. როდესაც ხელფასამდე ცოტა დროა დარჩენილი, საკრედიტო მეგო ბარათით მომხმარებელი შეძლებს ისარგებლოს 55 დღემდე უპროცენტო საშეღავათო პერიოდით, საკომისიოს გარეშე გადაიხადოს პროდუქტის ან მომსახურების ღირებულება და მიიღოს ქეშბექი, პოს ტერმინალზე მეგო ბარათით გადახდილი თანხის 1%-ის ოდენობით.

მეგო ბარათით, ნე­ბის­მი­ე­რი ბან­კის ნე­ბის­მი­ერ პოს ტერ­მი­ნალ­ზე გა­დახ­დის შემ­თხვე­ვა­ში, დახარჯული თან­ხის 1% ანგარიშზე ბრუნდება თან­ხის და არა ქუ­ლე­ბის სა­ხით. მისი გამოყენება კი ნე­ბის­მი­ე­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბით არის შესაძლებელი, როგორც კომუნალური გადახდებისას, ასევე ტერ­მი­ნალ­ზე გატარების ან გა­ნაღ­დე­ბის შემთხვევაში.

ბაზისბანკის მეგო ბარათი უკონკურენტოა ბაზარზე. ბარათის აღება უფასოა და არ ერიცხება მომსახურების საკომისიო, სარგებლობა შესაძლებელია ყველაზე მაღალი, 30,000 ლარამდე საკრედიტო ლიმიტით და ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით. ყოველთვიური შენატანის ოდენობა კი ათვისებული თანხის მხოლოდ 2%-ს შეადგენს. ბარათის ერთ-ერთ უპირატესობას, ბაზარზე არსებულ სხვა საკრედიტო ბარათებთან შედარებით, ასევე განაპირობებს ბანკომატში განაღდების დაბალი საკომისიო, რაც 2.5%, მინიმუმ 1 ლარია.

საკრედიტო მეგო ბარათზე განაცხადის შევსება შესაძლებელია სესხების პლატფორმაზე bbcredit.ge, ბანკის ვებ-გვერდზე ან ბაზისბანკის ნებისმიერ ფილიალში.

იტვირთბა....