“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სტიქიას გადარჩენილ ჯელაძეებზეც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ მისთვის გაუგებარია, რა საჭირო იყო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა და რატომ გაიარეს დამეწყრილი ზონა, რათა “სანსეტ შოვამდე” მისულიყვნენ.
“რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა, არ ვიცი, რა თქმა უნდა, უფრო უსაფრთხო იყო იქ დარჩენა, ბევრი ადამიანი დარჩა და მოახერხეს. ჩვენ ვიყავით მეორე დღეს მაგ ტერიტორიაზე და იქ გადასვლა, პრაქტიკულად, წარმოუდგენელი იყო. გადასამოწმებელია, ვერ გეტყვით ვერაფერს. კიდეებში მასის სიმაღლე იყო დაბალი, მაქსიმუმ ერთი მეტრი და შესაბამისად, იქიდან გამოსვლა შესაძლებელი იყო და ვინც გადაურჩა ღვარცოფულ მასას, ყველას იდენტიფიცირება იყო შესაძლებელი დაღამებამდე, მაგრამ ვინც მოყვა ამ მასაში, გადარჩენა შეუძლებელი იყო,“ – განაცხადა კობახიძემ.