ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში მეტის გადარჩენა შეუძლებელი იყო” – კობახიძე შოვის სტიქიაზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სტიქიის დროს შოვში დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში მეტი ადამიანის გადარჩენა შეუძლებელი იყო. მისი შეფასებით, ამაზე საუბარი და კრიტიკა მხოლოდ სპეკულაციაა:

“თვითონ ღამის ხედვის აპარატურა გამოყენებულ იქნა მყისიერად და მე შეგახსენებთ, რომ იყო დრონები, რომლებსაც აქვთ იდენტიფიცირების საშუალება, მათ შორის ადამიანების იდენტიფიცირების საშუალება კონკრეტულ ლოკაციებზე და ასევე, ცხედრების იდენტიფიცირების საშუალება. რაც თავიდანვე იქნა გამოყენებული და ამას განმარტავდა შინაგან საქმეა მინისტრი.

არის უამრავი სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა მეტი ადამიანის გადარჩენა, რაც არის უბრალოდ ძალიან მძიმე სპეკულაცია. ვისაც უნახავს ადგილზე ეს ლოკაცია, სადაც მოხდა სტიქია და ვინც ადგილზე გაეცნო ვითარებას, ყველა აბსოლუტურად დამეთანხმება, რომ იქ დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში მეტი ადამიანის გადარჩენა იყო უბრალოდ შეუძლებელი – ერთი მარტივი მიზეზის გამო: იყო მყისიერი სტიქია და ღვარცოფის მასა წამოვიდა მყისიერად, ძალიან დიდი სიჩქარით, აქედან გამომდინარე, ვინც სამწუხაროდ მოყვა ღვარცოფის მასაში, მას არ ჰქონდა გადარჩენის არავითარი შანსი”, – თქვა კობახიძემ.

იტვირთბა....