ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

“ფრონტის ზოგიერთ სექტორში კვადრატულ მეტრზე ხუთი ნაღმია” – რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინა მსოფლიოში ყველაზე დანაღმული ქვყანაა. მისი თქმით, ფრონტის ზოგიერთ სექტორში კვადრატულ მეტრზე ხუთი ნაღმია:

„დღეს უკრაინა ყველაზე დანაღმული ქვეყანაა მსოფლიოში. ასობით კილომეტრი დანაღმული ველი, მილიონობით ასაფეთქებელი მოწყობილობა, ფრონტის ზოგიერთ სექტორში კვადრატულ მეტრზე ხუთი ნაღმია. რუსების მიერ დანაღმული ველები სერიოზული დაბრკოლებაა ჩვენი ჯარებისთვის, მაგრამ არა გადაულახავი. ჩვენ გვყავს კვალიფიციური მესანგრეები და გვაქვს თანამედროვე აღჭურვილობა, მაგრამ ეს უკიდურესად არასაკმარისია ფრონტისთვის, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთით და სამხრეთით ასობით კილომეტრზეა გადაჭიმული”, – განაცხადა რეზიკოვმა.

იტვირთბა....