ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საზოგადოება, რომელიც ასეთ იაფფასიან ანკესზე ეგება, იმსახურებს იმას, რაც აქვს…” – გია ხუხაშვილი

[su_quote]ახლა გომელაურზე დარტყმის ვექტორის გადატანა, რომელიც შესაძლებელია მისი გადადგომით დასრულდეს, არის სისტემის ინტერესებში… რომელიც “წარმატებით” შეახოცავს ხელს მორიგ “განტევების ვაცს” და ამით დაასრულებს ამ თემას.

საზოგადოება, რომელიც ასეთ იაფფასიან ანკესზე ეგება, იმსახურებს იმას, რაც აქვს…

მაღალი ალბათობით, გომელაური საერთოდ არ მონაწილეობდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ისევე, როგორც 20 ივნისს გახარიას არ მიუღია გადაწყვეტილება რეზინის ტყვიების გამოყენებაზე.

მაგრამ სისტემა არასოდეს არის დაინტერესებული რეალური დამნაშავის გამოვლენაში. ის საზოგადოებას უგდებს საჯიჯგნად ვიღაცას და ამით ინარჩუნებს მდგრადობას. საზოგადოებაც ამას სიამოვნებით ყლაპავს.

გასაგებია, რომ ახლა დაიწყებენ უკვე ჩემთან კითხვებს, რომ ვიცავ გახარიას, გომელაურს და ა.შ.

მე არ ვამბობ, რომ მათ არა აქვთ თავისი წილი პასუხისმგებლობის. უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ “თვალთხარია” გახარია კი არ არის, არის მთლიანად მანკიერი სისტემა, რომლის მხოლოდ ერთი კომპონენტი იყო და არის შს მინიტრი…[/su_quote]

წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალური ქსელის პირად გვერდზე.

იტვირთბა....