ბათუმის პორტთში რუსული ლაინერის შემოსვლისას გამართულ ანტირუსულ აქციაზე დაკავებული უკრაინის მოქალაქე ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა.
ქალის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა. საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის თქმით, დაკავების დროს პოლიციელს უკრაინის მოქალაქისთვის მისი უფლებები არ განუმარტავს, შესაბამისად, დაკავება კანონის დარღვევებით მოხდა.