ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

ოკუპანტებმა ნიკოპოლი დაბომბეს – არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა ნიკოპოლი დაბომბეს, რასაც მსხვერპლი მოყვა. დაღუპულია 18 წლის ბიჭი.

ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, სერგეი ლისაკი ავრცელებს.

„ნიკოპოლი და მარგანეცის თემი მძიმე არტილერიით სამჯერ დაიბომბა. დაღუპულია 18 წლის ახალგაზრდა, სამი ადამიანი დაშავდა“, – განაცხადა ლისაკმა.

მომხდარის შედეგად დაზიანებულია ეკლესია, 5 კერძო სახლი და რამდენიმე ელექტროგადამცემი ხაზი.

იტვირთბა....