ცნობილია, რომ ოქროს ხარისხი განისაზღვრება სინჯით, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია 585/14კ, 750/18კ და უმაღლესი სინჯი 999/24კ.
585 უდრის 14 კარატს, რაც აღნიშნავს ოქროს სუფთა შემცველობას შენადნობიან სამკაულში. მაგ: თუ ოქროს სინჯია 585 ანუ 14 კ, მაშინ ეს ნიშნავს რომ ოქრო შეიცავს 58,5% სუფთა ოქროს, 30% ვერცხლს და 11,5% თეთრს ოქროს ანუ პლატინას. არსებობს აგრეთვე 333 და 583 სინჯების მქონე ოქრო, რომლებსაც ფართოდ აწარმოებდნენ საბჭოთა კავშირის დროს. ასევე, ხშირად მიმართავენ ხრიკს და ოქროში ვერცხლისა და პლატინის ნაცვლად ურევენ კალას, ალუმინს, სპილენძსა და სხვა მეტალებს. უხარისხო ოქროს გასარჩევად ხარისხიანისგან აიღეთ სანთებელა და 10-15 წამის განმავლობაში მოუკიდეთ ცეცხლი სამკაულს, ისე რომ ზედ არსებულ ძვირფას ქვას ალი არ მოხვდეს. ადგილი უნდა გაშავდეს, სადაც ოქროს ცეცხლთან ჰქონდა კავშირი. გაცივების შემდეგ ის ადგილი გაწმინდეთ უბრალო ნაჭრით. თუ ოქრო ხარისხიანია, მაშინ სიშავე არ უნდა დარჩეს. ასეთი ლითონები ცეცხლთან მიმართებაში არამდგრადია და ამიტომაც შავდება.